გურამ მაჭარაშვილი - შს მინისტრისგან ვიცით, ყველაფერი გააკეთეს, რომ იძულების ფაქტები აღეკვეთათ, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე იყო აგრესიული ადამიანები, ამიტომ ვერ მოხერხდა მათი შეკავება

შს მინისტრისგან ვიცით, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იძულების ფაქტების აღსაკვეთად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პარლამენტში 18 ივლისს დაგეგმილ შს მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთან კითხვები უმრავლესობასაც ექნება.

„ჩვენც გვექნება კითხვები ვახტანგ გომელაურთან, მაგალითად, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ იძულების ფაქტები მინიმუმამდე დასულიყო. შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვიცით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს იძულება აღეკვეთათ, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე იყო აგრესიული ადამიანების იძულების ფაქტები, ამიტომ ვერ მოხერხდა მათი შეკავება, ამ ყველაფერზე 18 ივლისს ვიმსჯელებთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო