რომან გოცირიძე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი განცხადებები  არ გაკეთებულა ჩვენი პარტნიორების მხრიდან - პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს

მსგავსი განცხადებები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გაკეთებულა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების აღმასრულებელი პირების მიერ - პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს თქვეს დიპლომატიური ენით, - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება გარდაუვალია, თუკი მიშელის შეთანხმების დარღვევა გააგრძელა და არ დასაჯა დამნაშავეები. მისივე თქმით, საქართველოსთვის ტესტია მოსამართლეების და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, სურს თუ არა ქვეყანას დემოკრატია და დასავლეთისკენ სვლა.

„ევროკომისია გვემუქრება სანქციებით, სანქციები ახსენა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამ განცხადების შინაარსია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და გადაიხადონ როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ფასი. პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის დიპლომატიური ენით ნათქვამი და დამაგვირგვინებელი იყო სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც აშშ-ში ფაქტობრივად, მეორე პირია, თუმცა, კონსტიტუციურად მეოთხეა, მაგრამ რეალურად წონით ბაიდენის შემდეგ არის მეორე ადამიანი. ჩავთვალოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრება სანქციები, თუკი მან გააგრძელა დამნაშავეების არდასჯა და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა, რადგან მოსამართლეების საკითხი უკვე პრინციპული საკითხია. ეს არის ტესტი, უნდა თუ არა დემოკრატია, ევროპისკენ, ამერიკისკენ, ნატო-სკენ სვლა საქართველოს, თუ მიექანება რუსეთისკენ, ამიტომ პერსონალურ სანქციებამდე მივა საქმე. არ ელოდნენ სანქციებს ასევე მოლდოვაში და უკრაინაში ოლიგარქები, მაგრამ ეს ვნახეთ, სად არის მოლდოვა ოლიგარქის გაქცევის მერე? ამიტომ ბოლო ტესტი იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელსაც თუ დროებით დანიშნავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ არჩევნების გაყალბება. მოსამართლეები და ცესკო არის შეთანხმების ნაწილი და ეს კიდევ ერთი სიგნალი იქნება იმისათვის, რომ არაფრის დათმობა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მიუხედავად იმ დიდი რისკებისა, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. რისკი იქნება სანქციები მთავობისთვის, რაც სამწუხაროდ, დაეტყობა ხალხს და შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა