რომან გოცირიძე - რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა, მოფაშისტო ელემენტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი

რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა, მოფაშისტო ელემენტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი საბრძოლველად, უნდა მოკიდო ხელი, წაიყვანო ციხეში - გომელაურს პარლამენტში მოსვლის წინ მოუნდა თავის მოწონება, ვერ მოიწონებს თავს, დამნაშავეა ხელისუფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მყისიერად უნდა ემოქმედა და ძალადობა აღეკვეთა, თუმცა, ამის ნაცვლად, მათ ძალადობას ხელი შეუწყვეს.

„ორგანიზატორები და შემსრულებლები ამ საშინელი დანაშაულის და ჟურნალისტის მკვლელობის, სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გადადგეს მთავრობა, ამ მთავრობაში იგულისხმება პირველ რიგში, ღარიბაშვილი, რომელიც იყო პროვოკატორი და ინსპირატორი ამ მოვლენების, შემდეგ უმოქმედების და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებისთვის უნდა გადადგეს გომელაური. ახლა დაიწყო ვიღაცების ჩხრეკა, რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა მოფაშისტო ელემენეტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი საბრძოლველად - ეს სიტყვა გამოიყენა, ახლა ამ ადამიანის ბინას ჩხრეკენ, ბინა კი არ უნდა გაჩხრიკო, უნდა მოკიდო ხელი, „პანჩურით“ შეაგდო მანქანაში, წაიყვანო ციხეში. რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, აგერ ეკრანებზე ჩანს ყველაფერი, მაგრამ ახლა პარლამენტში მოსვლის წინ მოუნდა თავის მოწონება, ვერ მოიწონებს თავს, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც წაახალისა და დროზე არ დასაჯა ეს ადამიანები, ყველა დაისჯება", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა