ანა ნაცვლიშვილი - შსს-ს მინდა ვუთხრა, თავს ნუ "იპამპულავებენ", ძალადობრივი მოწოდებები ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ მათ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, "იუთუბს" მიმართონ

შსს- ს მინდა ვუთხრა, თავს ნუ "იპამპულავებენ" - ძალადობრივი მოწოდებები სახლში, ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ მათ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, "იუთუბს" მიმართონ,- ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა სახლებსა და ოფისებში მიმდინარე ჩრეკას.

მისი თქმით, ჩხრეკის დაწყება გომელაურის პარლამენტში მოსვლას უკავშირდება. ამასთან როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ისინი სხდომას, სადაც გომელაურის მოსმენა იქნება, დაესწრებიან და მინისტრს მწვავე კითხვებს დაუსვამენ. თუმცა, ხაზს უსვამს იმას, რომ ოპოზიცია მინისტრის მისვლას კომიტეტის სხდომის ფარგლებში ითხოვდა.

„გომელაურის მოსმენა არა კომიტეტზე, არამედ პლენარულ სხდომაზე მიზანმიმართული სვლაა, რომ სამოქალაქო სექტორს და თავად დაზარალებულებს არ მიეცეთ კითხვის დასმის საშუალება.

ამ მოვლენებს (ჩხრეკას) პირდაპირ ვუკავშირებ კვირას გომელაურის პარლამენტში მოსვლას. ემზადებიან ახლა, რომ ამ მიმართულებით თემის აქტუალიზაცია ხელოვნურად შეამცირონ, რომ თითქოს ამ მოქმედებებით ნაკლები პრობლემა იქნება და ნაკლები კითხვა დაისმება გომელაურის მისამართით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს