მედიის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შეიტანეს

ორთაჭალაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებზე გამოძიების დაწყების და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შეიტანეს.

აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” დაფინანსების წყაროს მოძიებას. მათი ინფორმაციით, დღევანდელ განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

„ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებით, დღეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არის ფონის შექმნა, თითქოს ხელისუფლება „რაღაცას აკეთებს“ თუმცა, მათ აუცილებლად მოუწევთ „თავისივე ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენელთა დაკავება“.

„ჩვენი საპროტესტო აქციების და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ფონის შექმნა, რომ თითქოს რაღაცას აკეთებს. ეს რეალურად არის უკან დახევა, მათ მოუწევთ თავისივე ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენელთა დაკავება, ჩვენ არ გავჩერდებით და არ შევეგუებით, გვაქვს კადრები სადაც პირდაპირ ჩანს სისხლის სამართლებრივი დანაშაული. მახარაძე, მორგოშია, ყველანი დასაჭერები არიან რადგან დანაშაული ჩაიდინეს, ქუჩაში დასდევდნენ ჩვენს ჟურნალისტებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. მაგრამ, ეს არ უშველის ღარიბაშვილს, ის უნდა გადადგეს და პასუხი აგოს“, - აღნიშნა ვახო სანაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა