USAID-ს მისიის დირექტორი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

USAID-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისს ეწვია და თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების მნიშვნელობა საქართველოსთვის, რაც წინაპირობას წარმოადგენს სოციალური მშვიდობის დამკვიდრების და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქართველოში.

ასოციაციის ცნობით, მისიის დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ის ინტენსიური ინსტიტუციური განვითარების წარმატებული ეტაპები, რაც სწრაფი ტემპით ასოციაციამ გაიარა და დაისახა შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

„USAID -ს მხარდაჭერით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ბაზაზე მათ შორის მოეწყო სამედიაციო პროცესის დარბაზები, ინერგება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამა, ხორციელდება პროფესიული ეთიკის სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია, დაგეგმილია ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის დაფუძნება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. ირაკლი ყანდაშვილმა დარგში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ და არსებული გამოწვევების თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა მისიის დირექტორს და მადლობა გადაუხადა მდგრადი, ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა