ამირან გამყრელიძე - „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას, პორტალზე დაახლოებით, 12 000-მდე ადგილი განვათავსეთ და 10-15 წუთში 120 000-მდე ადამიანს ჰქონდა შესვლის მცდელობა

მესმის უკმაყოფილება, ვიღებ გარკვეულ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, ვაიმედებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ქვეყანას ექნება ვაქცინების დოზების იმდენი რაოდენობა ასარჩევად, რომელიც მათ ყველას დააკმაყოფილებს, - აღნიშნულით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე უპასუხა, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ რატომ არ მოხდა „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, „სინოფარზე“ რეგისტრაციისას სამინისტროს სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას კი შეფერხება, მხოლოდ „ძლიერი კონკურენციის“ გამო მოხდა.

„მოგეხსენებათ, 2-3 კვირის წინ რა პრობლემაც იყო „სინოფარმზე“. მე დანამდვილებით ვემხრობი იმ ვერსიას, რომ იმ დღეს ძლიერი კიბერშეტევა იყო სამინისტროს სერვერებზე. იმ დღეს დაზიანდა ძირითადად დაავადებათა კონტროლის პორტალები. ძალიან ბევრი უწყების ძალიან ინტენსიური, 2 დღე-ღამის მუშაობა დაგვჭირდა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი კიბერშეტევა იყო. ვისი?! ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრზე განსაკუთრებული ყურადღებაა.

არასოდეს პოლიტიკურ პასაჟებს არ ვაკეთებ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს განსხვავებით გასული წლის გაზაფხულისგან, სოლიდარობა ამ პროცესში ნაკლებია. თუ გახსოვთ გასული წლის გაზაფხულზე, ზაფხულამდე როგორი სოლიდარობა იყო ქვეყანაში, რომ ჩვენ ერთად ყველა უნდა მოვერიოთ ამ პანდემიას. რატომღაც, დღეს უკვე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ეს ჩაიშალა, თუ ეს ვერ მოხდა ამ დროს ვინმეს აზიანებენ სხვადასხვა მიზნით, მაგრამ რეალურად ზიანდება საქართველოს მოსახლეობა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ წინა „სინოფარმით“ რეგისტრაციის გახსნის დროს ასეთი კიბერშეტევები იყო.

რაც შეეხება, როდესაც ჩვენ პორტალის გახსნის დრო დავასახელეთ, ამის შესახებ წინასწარ იყო დიდი მსჯელობა დაგვესახელებინა თუ არა, დრო. ჩვენ დრო დავასახელეთ იმის გამო, რომ გვქონდა ძალიან ლიმიტირებული და ვიცოდით, რომ „ფაიზერზე“ დიდი მოთხოვნა იყო, რომ არ დაგვესახელებინა დრო მაშინ იქნებოდა სხვა ბრალდებები და ამიტომ, დავასახელეთ დრო, რომ პორტალი 15:00 საათზე გაიხსნებოდა.

პორტალზე დაახლოებით, 12 000-მდე ადგილი განვათავსეთ და 10- 15 წუთში შემოსვლის მცდელობა 100-დან 120 000-მდე ადამიანს ჰქონდა მცდელობა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ის განმარტავს, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გრძნობს. გამყრელიძის განცხადებითვე, რამდენიმე უწყების IT ჯგუფები მუშაობენ იმაზე, რომ საიტი კიდევ უფრო დაიხვეწოს.

„ჩემი მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ მას შემდეგ, რაც ექიმი გავხდი, რადგან ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, ბოლო 2 წელი, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კოვიდთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, არ გავურბივარ არავითარ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამავე დროს, ამტკიცებთ იმას, რაც არ იცით, როდესაც ერთ ადგილზე იბრძვის 10-12 ადამიანი და იმ ჯავშანს მიიღებს ერთი, ის ნაწილი ნებისმირი მიზეზით უკმაყოფილო რჩება.

როდესაც ჩვენ გვექნება ერთდროულად ნახევარი მილიონი დოზა და მისი დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 1 თვის განმავლობაში, მაშინ აღარ უნდა იყოს ეს უკმაყოფილება. იმ დღეს იყო ძალიან ძლიერი კონკურენცია და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, მათ შორის გარკვეული პერიოდი შეფერხებითი მუშაობა, არ ჩამოშლილა საიტი, როგორც პირველ ჯერზე. რამდენიმე უწყების IT ჯგუფები ჩვენს IT ჯგუფებთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს საიტი და თუ რაიმე პრობლემები იყო: პროგრამული, გამტარუნარიანობაში, ან სხვა, კიდევ უფრო დაიხვეწოს, რომ ეს მაქსიმალურად აირიდოს. თქვენ ალბათ, გაგიგიათ, რომ არის მსგავსი პრობლემები, როდესაც ადამიანები ერთდროულად შედიან სხვადასხვა საიტზე და საიტის გამტარუნარიანობა ამას ვერ აღიქვამს, მაშინ შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა. მე მესმის უკმაყოფილება, ვიღებ გარკვეულ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს გიხსნით, თუ რაშიც არის საქმე და ამავე დროს, ვაიმედებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ქვეყანას ექნება ვაქცინების დოზების იმდენი რაოდენობა ასარჩევად, რომელიც მათ ყველას დააკმაყოფილებს”, - აცხადებს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო