სალომე სამადაშვილი „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლებში ჩხრეკაზე - ილუზია აქვთ, რომ ამ ნაბიჯებით გაანეიტრალებენ იმ მწვავე შეკითხვებს, რომელიც გომელაურს ელოდება პარლამენტში

ილუზია აქვთ, რომ ამ ნაბიჯებით გაანეიტრალებენ იმ ძალიან მწვავე შეკითხვებს, რომელიც ბატონ გომელაურს ელოდება პარლამენტში კვირას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლებსა და ოფისებში ჩხრეკას გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების გააქტიურება დაკავშირებულია საზოგადოებრივ პროტესტთან და მწვავე საერთაშორისო რეაქციასთან.

„საგამოძიებო ქმედებების გააქტიურება უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაკავშირებული არის ძალიან მწვავე საზოგადოებრივ პროტესტთან, ასევე, მწვავე საერთაშორისო რეაქციასთან, რაც ჩვენ ვნახეთ და არ არის შემთხვევითი, რომ გუშინ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩის ხელმოწერილი წერილი მიიღო ხელისუფლებამ და დღეს დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების გატარება. ასევე, როგორც ჩანს, რაღაც ილუზია აქვთ, რომ ამ ნაბიჯებით გაანეიტრალებენ იმ ძალიან მწვავე შეკითხვებს, რომელიც ბატონ გომელაურს ელოდება აქ, პარლამენტში, კვირას, როცა ის მოვა მოსმენაზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ფუჭი მცდელობა, პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, ხელისუფლება ვერ გაექცევა", - განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს