„ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის განცხადებით, „თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა იქნება“, ამ შემთხვევაში დაკავებას არ გამორიცხავს

თბილისის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა. რაც შეეხება იმას, ელოდება თუ არა დაკავებას, მახარაძემ აღნიშნა, რომ „თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლა იქნება“, ამ შემთხვებაში არ გამორიცხა, რომ დააკავებენ.

„რაც კითხვები ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე გავეცი პასუხი, მეტ დეტალებში არ შევდივარ. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება ამერიკიდან და ელჩებიდან, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკაონ“, - განაცხადა ზურა მახარაძემ.

სამმართველო ასევე დატოვა, ქართული მისიის წარმომადგენელმა რამაზ გაგნიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მასთან საგამოძიებო ორგანოში კითხვები ჰქონდათ 5 ივლისთან დაკავშირებით, თუმცა როგორც მან აღნიშნა, გამომძიებლებს მისთვის არ უჩვენებიათ არანაირი მასალა, რომელშიც გამოჩნდებოდა, რომ ის რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებში იღებს იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ხუთ ივლისს მისულ იყო პატრიარქისა და სასულიერო პირების მოწოდების შესაბამისად.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის