მიხეილ სარჯველაძე - თუკი ვინმეს მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტაციის შედეგად ჰქონდა მოლოდინი, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები არა ამ პოლიტიკურ გუნდს, არამედ სხვას უნდა გაეკეთებინა, ეს სხვა თემაა, მაგრამ დოკუმენტში ასეთი რამ ნამდვილად არ წერია

თუკი ვინმეს შარლ მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტაციის შედეგად ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ უზენაესს სასამართლოში დანიშვნები არა ამ პოლიტიკურ გუნდს, არამედ სხვას უნდა გაეკეთებინა, ეს სხვა თემაა, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტში ასეთი რამ ნამდვილად არ წერია და არც იკითხება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნაზე დასმულ კითხვას.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ დანიშვნის პროცესის შეჩერებას თავისი ახსნა და საფუძველი უნდა ჰქონდეს და "არ შეიძლება კონსტიტუციის მიხედვით არმუშაობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობით გავამართლოთ".

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეფორმა, რასაც გავლენა შეიძლება მოეხდინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე, უკვე განხორციელებულია.

"არ მგონია, რომ ვართ კრიზისისკენ მიმავალ გზაზე. ფაქტია, რომ ჩვენი მოსაზრებები მოსამართლეთა დანიშვნის საკითხების ირგვლივ განსხვავდება. ჩვენ ვთვლით და შარლ მიშელის დოკუმენტს ასე ვკითხულობთ: - რელევანტური რეფორმა, რომელიც კავშირში შეიძლება ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან, პარლამენტის მხრიდან ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით განხორციელდა. ჩვენ ეს ცვლილებები განვახორციელეთ! თუკი ვინმეს სხვა მოლოდინი ჰქონდა, ეს დოკუმენტში უნდა ჩაწერილიყო. სხვა ისეთი რელევანტური რეფორმა, რაც პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევაზე გავლენას მოახდენდა, დოკუმენტში არ წერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმები არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ შეჩერების საკითხზე რომ ვისაუბროთ, ეს ბმაში უნდა იყოს ისეთ რეფორმასთან, რაც გავლენას ახდენს. კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმა, საპარლამენტო ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ გაითვალისწინებდა, გარდა ერთისა, რომელიც უკვე განხორციელდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა