"ევროპის უნივერსიტეტის" ჟურნალი "სამართალი და მსოფლიო" DOAJ-ის გამორჩეული წევრი გახდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ჟურნალი "სამართალი და მსოფლიო“ DOAJ-ის (Directory of Open Access Journals) გამორჩეული წევრი გახდა - მას DOAJ SEAL ("დოაჯის“ ბეჭედი) მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმატება DOAJ-ში ინდექსირებული ჟურნალების მხოლოდ 10%-ს ხვდება წილად, რაც ღია წვდომის გამომცემლობის ფარგლებში ჟურნალის საუკეთესო პრაქტიკის აღიარებაა.

„ "დოაჯის“ ბეჭდის მინიჭების საკითხი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე ფასდება: ჟურნალის პოლიტიკისა და საავტორო უფლებების გადახედვა მეცნიერებაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად, სტატიის იდენტიფიკატორების მუდმივად გამოყენება, ჟურნალის მდგრადობა, საერთაშორისო ხილვადობა და ჟურნალის სტატიების გრძელვადიანი შენარჩუნება.

DOAJ 2003 წელს შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში დაარსდა. იგი დღეისათვის მსოფლიოს 10 000-მდე მაღალ რეიტინგულ ღია წვდომის ჟურნალს აერთიანებს და ყველა სახის სამეცნიერო ინფორმაციის მაძიებლისათვის უდიდეს პლატფორმას წარმოადგენს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო