ბადრი ჯაფარიძე - როგორც ჩანს, შესაძლო სანქცირებადი პირების არეალი გაიზარდა

დაძრული იყო მოსამართლეთა შესაძლო სანქცირების საკითხი, ახლა, როგორც ჩანს, შესაძლო სანქცირებადი პირების არეალი გაიზარდა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩი დეგნანის განცხადება არის მკაფიო მითითება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების მოხსენიება უნდა იყოს სერიოზულად აღქმული.

"ასევე, მისგან ცალსახად ხაზგასმულია, რომ არანაირი ზეპირსიტყვიერი შეთანხმებები არ ყოფილა და ეს არის ტყუილი. არაერთხელ იყო „ქართული ოცნებისთვის“ მითითებული, რომ მათი მცდელობა თავის ინტერპრეტირება მოახდინონ შეთანხმებაში მკაფიოდ ასახული ვალდებულების, ვერ მიაღწევს შედეგს და აუცილებლად მოჰყვება რეაქცია სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. მე როცა ვიყავი ვაშინგტონში, მაშინ მოგახსენეთ, რომ დაიძრა თემა მოსამართლეების შესაძლო სანქცირების შესახებ, ახლა, როგორც ჩანს, ეს არეალი შესაძლო სანქცირებადი პირების გაიზარდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადება უსუსურია და სერიოზულად ვერ განიხილება.

„არასერიოზულია, რომ თურმე გარკვეული ჩინოვნიკების, სტრატეგიულ პარტნიორების წარმომადგენლების ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მმართველი გუნდი არის თურმე უმწიკვლო შემსრულებელი შეთანხმების. ამის აღქმა სერიოზულად შეუძლებელია, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლური სამყარო ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შეთანხმება, საუბარი, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, სერიოზული განხილვის საგანი ვერ იქნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა