სოზარ სუბარი - სტრატეგიული მეგობრები ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ,  ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან - დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა

შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი და მოთხოვნა, სიტყვა-სიტყვით შესრულებულია - თუკი ვინმეს კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონს და მიაჩნიათ, რომ ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, მაშინ ღიად უნდა ითქვას და დასაბუთება მოჰყვეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძიმე განცხადებები გაკეთდა, მაგრამ "ობიექტური რეალობა ის რეფორმებია, რაც სასამართლო სისტემაში გატარდა".

"კვლევებში მოსახლეობამ დაადასტურა, რომ აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ. თუ ციფრებზე ვილაპარაკებთ, რეალობა ცა და დედამიწასავით არის შეცვლილი. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რამდენად არის შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულებული, აქაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება სიტყვა-სიტყვით და პუნქტებით შევასრულეთ ყველა ნაწილში, მათ შორის სასამართლოს ნაწილში. ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ. ვფიქრობ, მოგვიწევს, უფრო მეტი დიალოგი და უფრო მეტი ახსნა, დასაბუთება, რომ ეს ასე არ არის და რეალობაა სხვა. იმის თქმა არ მინდა, რომ ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, შესაბამისად, ახსნა გამიჭირდება, ასე რატომ ხდება, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მიმართულებით მაქსიმალური არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში, შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით. ვხედავ, რომ ტონია საკმაოდ მკაცრი, მაგრამ იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ არის შესრულებული. დოკუმენტამდე იყო რეკომენდაცია, რომ მოსამართლეთა ნახევარი წინა მოწვევის პარლამენტს დაემტკიცებინა და მეორე ნახევარი - შემდეგ პარლამენტს. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა ცხრა მოსამართლიდან ექვსი არის არჩეული, სამი კიდევ დარჩა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი იმასაც ამბობს, რომ დარწმუნებულია სანქციები არ იქნება.

"როცა ჩვენი ოპონენტები სანქციებით ხარობენ და ითხოვენ, ეს არ არის მარტო ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან პაექრობა, ეს არის ხალხის მტრობა. როცა აშშ-ზე ვსაუბრობთ, აქ თემა არ არის სანქციების სიმძიმე - არსიმძიმეზე, აშშ ჩვენი სტრატეგიული მეგობარია და მათი სიტყვა ჩვენი მხრიდან ყოველთვის გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა. სანქციებზე საუბარი არც უნდა იყოს და არც იქნება. დეტალურად იმ პუნქტების გავლა მოგვიწევს, რაც გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების თვალსაზრისით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო