სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონის ნაწილს, კერძოდ გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ხერგიანის და პატარა ტბის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონის ნაწილს, კერძოდ დავით აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ბაქოს, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის ნაწილს, კერძოდ ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზრის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონის ნაწილს, კერძოდ კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონის ნაწილს, კერძოდ ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონის ნაწილს, კერძოდ კოკა კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, კერძოდ დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონის ნაწილს, კერძოდ სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), სოფელი კუმისის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და ფუნიულიორის პლატოს მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს