სოზარ სუბარი - 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში აღნიშნა, აშშ-ში დღემდე ხდება ადამიანების დაკავება კაპიტოლიუმში შეჭრის გამო, რადგან გამოძიებას დრო და შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.

"5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით თავიდანვე ვთქვით, რომ რეაგირება ძალიან მკაცრი იქნებოდა და ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. სულ ათი დღე გავიდა. 20-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, კიდევ უფრო მეტს ბრალი აქვს წარდგენილი. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციულ დაკავებებზე. მტკიცებულებების შეგროვებას მაღალი სტანდარტი და დრო სჭირდება. როდესაც ორგანიზატორზე, სატელევიზიო გამოსვლასა და ფბ-ზე დადებულ პოსტზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში, მტკიცებულების სტანდარტი უფრო მყარი უნდა იყოს. ბუნებრივია შსს-ს ამისთვის დრო სჭირდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა