"ევროპის უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამამ მენეჯმენტში უპირობო აკრედიტაცია მიიღო

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ევროპის უნივერსიტეტის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ მენეჯმენტში 7 წლის ვადით უპირობო აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. როგორც "ევროპის უნივერსიტეტის" ხარისხის განვითარების მიმართულებით ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ განაცხადა, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

"გარე სამყაროდან მზარდი ზემოქმედების პირობებში, ნებისმიერი ბიზნესისა თუ ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო ამოცანას წარმოადგენს მმართველობითი პროცესების კვალიფიციურად განხორციელება და თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენება. ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი კვალიფიციური მართვა მოითხოვს მართვის თანამედროვე მეთოდების მცოდნე, მაღალკვალიფიციური მმართველობითი კადრების მომზადებას.

"ევროპის უნივერსიტეტის" მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ემსახურება სწორედ ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებსაც აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად, აქვთ გლობალურ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება, ამასთან ერთად, გაცნობიერებული აქვთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც - დაგეგმონ და განახორციელონ სამუშაო პროცესები ისე, რომ ისინი შეესაბამებოდნენ როგორც ორგანიზაციის, ასევე საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა სოფიო ხუნდაძემ.

"ევროპის უნივერსიტეტმა" ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე და ახალი პროგრამებით აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა