გურამ ფალავანდიშვილი - მზად ვიყავით, თუ „პრაიდი“ ტანკებით დაიძვრებოდა, ტანკების  ქვეშ ჩავწოლილიყავით, თავი გაგვეწირა

მზად ვიყავით, რომ თუ ტანკებით დაიძვრებოდა „პრაიდი,“ ტანკების ქვეშ ჩავწოლილიყავით, თავი გაგვეწირა , - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა.

"ამას ყველა იძახდა, თუ „პრაიდი“ შედგება, მაგალითად, ჩვენ მზად ვიყავით, რომ თუ ტანკებით დაიძვრებოდა „პრაიდი,“ რაც მოხდა სერბეთში, ტანკების ქვეშ ჩავწოლილიყავით, თავი გაგვეწირა", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

დღეს, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ ფალავანდიშვილმა თქვა, რომ გამოკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება, ამასთან, მოწმდება პირადი მიმოწერები.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის გამოკითხვაზე დაბრუნდება, თუ ამას გამოძება გადაწყვეტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა