რომან გოცირიძე - ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?! - ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო, სამარცხვინო  განცხადებაა

ადგნენ ეს უგუნური შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დასცხეს და თანაც როგორ?! - ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო, სამარცხვინო განცხადებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჩინოვნიკები აშშ-ის სტრუქტურებს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შესახებ „დამახინჯებულ ინფორმაციას“ აწვდიან.

გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ახლა უკვე „ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“.

“ფაქტობრივად საუბარია სანქციების დაწესებაზე და რეალურად ამ ხელისუფლების დასჯაზე მიდის საუბარი. ადგნენ ეს უგუნური, შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დაცხეს და თანაც როგორ?! ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო. სამარცხვინო განცხადებაა. ვინ ატყუებს აშშ-ის მთავრობას, ატყუებს აშშ-ის ელჩი?! თურმე ამერიკას არ აქვს ანალიტიკური სამსახური. რბილად, რომ ვთქვა ინტერნეტითა და სხვა წყაროებით ინტერნეტის გადამოწმება არ ხდება?! არ არსებობს ევროკავშირი და ნატოს პარტნიორი ქვეყნები და იქიდან ინფორმაცია არ მიდის?! არ არსებობს იქ ამერიკაში საქართველოს საელჩო?!

საერთოდ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უსაქმურებისაა! რომ ჰკითხოთ რას აკეთებ-თქო?! გეტყვიან - არაღიარების პოლიტიკას ვეწევითო... რამდენიმე წელიწადია აკვიატებული ერთი და იმავე რაღაც აქვთ. ამათ ვინ ეკითხებათ?! ეს ივანიშვილის სქემაა. ან ღარიბაშვილს ვინ ეკითხება ხელისუფლებაში მოსვლას, წასვლას? დაიბარებს ივანიშვილი და გააგდებს, როგორც ერთხელ გაუკეთა. ამათ არავინ არავის არ ეკითხება. სანქცია 30 წლის განმავლობაში საჯაროდ არ უხსენებიათ. ივანიშვილი გაბრაზდა ამერიკაზე! უკვე ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია.

"სანქციების სუნი ტრიალებს ჰაერში. იქნება თუ არა სანქციები, რასაც თქვენ ამბობთ, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია, ვიდრე თავად სანქცია", - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

ამასთან, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე.

„ქართველი ჩინოსანი აქ [განცხადებაში] არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, - განაცხადა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო