„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის გამო, რომ გიორგი ნიკოლიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აგრძელებს, მას ჯერ არ ჩაბარებია დაზარალებულად ცნობის დადგენილება.

„რამდენადაც გავარკვიეთ, დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, უბრალოდ, რადგან საავადმყოფოში არის, ჯერჯერობით არ აქვს გაცნობილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება და ხელი არ აქვს მოწერილი. ამ დღეებში, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გააცნობენ ამ დადგენილებას.

საჭიროების შემთხვევაში ადგილზე, კლინიკაში მოხდება მისი გამოკითხვაც, თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა პირველ რიგშია, ამიტომ ცოტა ვაყოვნებთ მის გამოკითხვას, რომ მომჯობინდეს და უკეთესად იყოს“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო:"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო