პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტში „ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის წევრები სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას „ლელო საქართველოს" ფრაქციის წარმომადგენლები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე "ლელოს" ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებზე ფრაქციის ხედვა წარმოადგინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„შეკრებილებმა ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც სფეროს აწუხებს, მათ დეტალურად განიხილეს კოვიდ კრიზისი, ასევე წამლების საკითხზე, რომელიც მწვავედ დგას მოსახლეობაში და სფეროში მოქმედ კარტელებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფრაქციის წევრების თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ ჯანაცვის სფეროს არაეფექტური მართვაა რაც მთლიანად სექტორს აზიანებს. წამლების სფერო კი, კარტელური გარიგების შედეგია.

,,წამლების სფერო არის კარტელური გარიგების შედეგი. კარტელში იგულისხმება როცა ერთი მფლობელის ქვემოთ არის სააფთიაქო, კლინიკური და სადაზღვეო ბიზნესი. ეს არის ჩაკეტილი წრე და აქედან ზედნაშენი არის ჭარბი დანიშნულება. ექიმის დაინტერესება ხდება და ძირითადად ეს ტრიალებს ერთ წრეში. ეს თუ არ დაირღვა კანონმდებლობით, ჩვენ ვიქნებით ერთ წრეში. სწორედ ეს არის, რომ ნამდვილი კონკურენცია არ ხდება, ხდება გარიგება და კანონმდებლობა არა თუ არეგულირებს ამას პირიქით, აძლევს საშუალებას, რომ თუ ავადმყოფი მოხვდა რომელიმე კლინიკაში მას ემსახურება ამავე ჯგუფის სააფთიაქო სამსახური ანუ ექიმი სამწუხაროდ დაინტერესებულია გამოუწეროს პაციენტს ბევრი წამალი. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე დანაშაულთან გვქონდა პრაქტიკულად საქმე. ამ დროს, როდესაც ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ერთ-ერთ თანაგუნდელს იგივე პრობლემა. ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კარტერები დაიშალოს. ბიზნესი რომელიც იწყება ადამიანის საწინააღმდეგოდ მუშაობას, ის ბიზნესი არ არის", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ყველა არსებული პრობლემები და წინადადებები იქნება განხილული ფრაქციის მიერ და ფრაქცია გახდება სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნების პარლამენტში წარმომადგენელი და ინტერსების დამცავი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო