ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით და ა.შ. იგივე გამჭვირვალობა ვახსენე, კორუფციასთან ბრძოლა, მედია თავისუფლების კუთხით, ყველა მიმართულებით, სასამართლოსთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე პოზიციები. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა