კელი დეგნანი - სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ცხადია - ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული განხილვები.

„19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა დეგნანმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა