პარლამენტის შენობასთან მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტის შენობასთან მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან როგორც მოსახლეობა, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

დღევანდელი აქცია 18:00 საათზე დაიწყება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა“.

„პრემიერ-მინისტრმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული შეკითხვების და ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს. ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მინდა ვუსურვო მათ, რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ის საერთაშორისო რეაქციები, რაც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის საპასუხოდ, ლამის აშშ-ს ელჩს და სახელმწიფო მდივანს აბრალებენ, რომ „ნაციონალია”. გვიპასუხებენ თუ არა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ლექსოს სურათი მათ ყოველთვის ექნებათ წინ. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის ,,ქართული ოცნების” იატაკქვეშა დაჯგუფება”, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს