ზაალ უდუმაშვილი - მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს, ჩუმად დადიან, მედიის ეშინიათ, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის - „როდის გადადგებით?“

მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის- „როდის გადადგებით?“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ -ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები და პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. როგორც აქციები, ასევე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ ღარიბაშვილი არ დატოვებს პოსტს და არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, მთელი მთავრობაც. ბუნებრივია, ახლა ღარიბაშვილი ცდილობს მაგარი ბიჭის როლი ითამაშოს. მეორე უკიდურესობაც გააჩნია ამ ყველაფერს - ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის - „როდის გადადგებით?“ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს. ამ რეჟიმში როგორ წარმოუდგენია „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, როცა ჟურნალისტებს ვერ ენახება?! მოუწევს ივანიშვილს ღარიბაშვილის გადაყენება, რადგან სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ გააჩნია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა