გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმისთვის, რომ მეორედ, სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ასეთ ბინძურ ალიანსში შეკვრა კრიმინალებთან

თქვენ აქ უნდა იყოთ და მე აქ იმიტომ ვარ, რომ მე ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც და მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ქართულ სახელმწიფოს ვიცავ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში მედიის ორგანიზებით აქცია გაიმართება.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, სახელმწიფოში ერთადერთი ფუნქციური შტო მედია დარჩა.

„დღეს აქ ყოფნა არის არა უბრალოდ ქართული მედიის მხარდაჭერა, არა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. მე მინდა ძალიან ნათლად დავანახო საზოგადოებას, რომ დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა, აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს პარლამენტი, აღარ არსებობს ხელისუფლება, მთავრობა და ერთადერთი ფუნქციური შტო ჩვენ სახელმწიფოში დარჩა მედია. ამ მედიის წინააღმდეგ არის დღეს ბრძოლა მიმართული. არა უბრალოდ აღიზიანებს ვიღაცის ყურს მედია, არა სტრატეგიულად მიუღებელია ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედია, თქვენ აქ უნდა იყოთ და მე აქ იმიტომ ვარ, რომ მე ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც და მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ქართულ სახელმწიფოს ვიცავ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ის ასევე შეეხო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება ადეკვატური მოთხოვნაა, ეს ადეკვატური მოთხოვნა არანაირად არ გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველა ფიგურანტის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმისთვის, რომ მეორედ, სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ასეთი ბინძურ ალიანსში შეკვრა კრიმინალებთან იმისთვის, რომ გადაუხადოს პოლიტიკური პასუხი და ჩაატაროს პოლიტიკური „პაგრომი“ თბილისის ცენტრში. თუ ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, ფაქტობრივად, შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ამ და სხვა პრემიერ-მინისტრებმა ჩაატარონ ასეთი „პაგრომების“ სერია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო