ხატია დეკანოიძე - ყველაფერი ხელისუფლების „ბოლო ჟამზე“ მიუთითებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს. ეს ქვეყანა უნდა გავიდეს სამშვიდობოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ხელისუფლების „ბოლო ჟამზე“ მიუთითებს.

„მე ვარ აქ მოსული, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პირველ რიგში, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, აწუხებს საქართველოს მომავალი. ეს არის ქვეყანა, სადაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში კლავენ ჟურნალისტებს, სადაც ძალადობენ უმცირესობებზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ფაშისტურ ჯგუფებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს. ეს ქვეყანა უნდა გავიდეს სამშვიდობოს! ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ისინი საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ თელავენ ისინი საერთაშორისო პარტნიორების საერთო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მათი ბოლო ჟამია. იანუკოვიჩის ბოლო პერიოდი მახსენდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას სურს. ასეთი ავტოკრატიული რეჟიმების ბოლო დამოკიდებულება ნიშნავს მათ ბოლო ჟამს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა