გიგა ბოკერია - ყველას ამოცანაა, სამარცხვინო, „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ

ყველას ამოცანაა ახლა, სამარცხვინო, „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის წინ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეებს რეაქცია არ ექნებათ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „უფრო მეტი ხიფათი გველის წინ ამ რეჟიმისგან“.

„ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილის, მოქალაქეების, ვისაც გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალსა და თაობებს, თაობების შანსს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და თავისუფალი სამყაროს, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვიყოთ, ყველას ამოცანაა, ახლა ეს სამარცხვინო, „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ. მინიმალური ზღვარი არის ეს, თუმცა, საბოლოოდ, ყველას გვესმის, რომ პერსონალურად ივანიშვილში არის ძირი ამ უბედურების და ის უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით შემდეგ, მაგრამ ახლა ეს თუ გაუვიდათ, როცა ღია ომი გამოუცხადეს, თუ ამაზე რეაქცია არ ექნებათ მოქალაქეებს, უფრო მეტი ხიფათი გველის წინ ამ რეჟიმისგან,“- განაცხადა ბოკერიამ.

ის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ბოკერიას თქმით, მათ პირდაპირ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დასდეს ბრალი.

„გინდ ელჩი იგულისხმებოდეს, გინდა სხვა, კატასტროფაა, როცა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ამ ტიპის მტრულ პროპაგანდას აწარმოებ, თან სისულელეს, უტიფრობასა და ტყუილს, შავით თეთრზე დაწერილ ამბავზე.

მათ ბრალი დასდეს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ამაში. ეს არის საწყისი ეტაპი ავტორიტარული რეჟიმების, როცა იწყებენ პუტინის ნარატივით საუბარს. თუ ჩართავთ პუტინის ტელევიზიას, ის შეხვდებით მსგავს ნარატივს: „ესენი რას გვასწავლინ ჩვენ, ნახეთ რამხელა პრობლემები აქვთ თვითონ შიგნით“ და აჩვენებენ ამ დემონსტრაციებს. რა თქმა უნდა, ყველა თავისუფალ ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ, როცა საქართველოსნაირ მდგომარეობაში ხარ, ასეთი კატასტროფა თვითონ მთავრობამ როცა დააორგანიზე, როცა ამ პროპაგანდას იწყებ საპირისპიროდ, ეს ნიშნავს, რომ დგახარ პუტინის გზაზე. შემდეგ ეტაპზე, ამ მიკიბ-მოკიბვასაც მოაცილებენ, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართო და პირდაპირ დაიწყებენ: „ჩვენ სუვერენული დემოკრატია ვართ, ნუ ერევით ჩვენს საქმეებში!“ ამას უკვე მათი მოკავშირე პუტინისტები ამბობენ ყოველ დღე. ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ ეს კაცი და მისი გარემოცვა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას არჩევნების გზით მშვიდობიანად და იქამდე სამოქალაქო პროტესტი აუცილებელია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა