მედიის წარმომადგენლები ხვალ, 12:00 საათიდან, ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

ხვალ, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მივა, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.

„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდ მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა