გიორგი მარგველაშვილი - ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც, ქართველი იყო ვაჟა, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც - ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ

ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ლექსოსთვის, თავისუფალი სიტყვისთვის, მაგრამ უმეტესად ჩვენ აქ საქართველოსთვის ვდგავართ, იმისთვის, რომ სიტყვას „საქართველო“ შევძინოთ ის აზრი, ძალა, გენი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, რომ დავტვირთოთ ეს სიტყვა იმ წარსულით, რომლითაც გვეამაყება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის არა გემოვნების, არამედ პოლიტიკური ბრძოლა.

„ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც. ქართველი იყო ვაჟა-ფშაველაც, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც. ქართველი იყო ივანე ჯავახიშვილიც, მაგრამ ქართველი იყო ორჯონიკიძეც. ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ, რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ, იმიტომ, რომ ქართველი იყო ის ადამიანიც, რომელმაც უპატაკა მოსკოვს 1921 წელს, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ტრიალებს; ქართველი იყო ის ადამიანიც, ვინც ჩამოხია აქ ევროკავშირის დროშა, ჩვენი ევროპაზე ორიენტირების დროშა. ჩვენი დასავლური არჩევანის დროშა.

ჩვენ ეს არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს - რომელი საქართველოა ის, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ. რომელ ჩვენ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს. ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის ნათელია, ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა ამ არჩევანის მოწამე და შეეწირა ამ არჩევანს, იმისთვის, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

მე აქ ვდგავარ ლექსოსთვის დ ჩემი სამშობლოსთვის, რათა ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს „პაგრომები“, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და მასა აღაზევონ. ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს მინდა იცოდეთ, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიასთან. არ გეგონოთ, რომ რეპორტაჟებით გაღიზიანდნენ, ეს არის მეთოდური ბრძოლა. ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო არის მედია, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშალეს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა გემოვნების. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ თქვენ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის გიძგერთ გული. ეს ბრძოლა ჩემი თაობისთვის აქ 30 წელია მიმდინარეობს. მინდა ამ ბრძოლის პათოსი გადმოგაბაროთ და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს