შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 6,7 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდა.

„სამუშაოების ფარგლებში არხის ძირზე დაესხა მონოლითული ბეტონი, მოეწყო რკინაბეტონის ფილები, ღარები, წყალმიმღები კვანძი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ მეღვრეკისის, ბროწლეთისა და ტირძნისის 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.

პროექტის ღირებულებაა 1 244 240 მლნ ლარი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემაზე დასრულებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა