პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და უყრის კენჭს.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და უყრის კენჭს.

კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში რამდენიმე თვე არ მონაწილეობდნენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეტალურად დათვალა მათ მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობა, მათ შორის, საპატიო და არასაპატიო გაცდენები და თითოეულ დეპუტატთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით იხელმძღვანელებს და არასაპატიო გაცდენების გამო, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

დეპუტატების: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, დავით ბაქრაძის, ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველის, გიორგი გოდაბრელიძის, რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, აბდულა ისმაილოვის, მანუჩარ კვირკელიას, ვახტანგ კიკაბიძის, დავით კირკიტაძის, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნიკა მაჭუტაძის, ვახტანგ მეგრელიშვილის, აკაკი მინაშვილის, შალვა ნათელაშვილის, ტარიელ ნაკაიძის, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილის, რამაზ ნიკოლაიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, გუბაზ სანიკიძის, სულხან სიბაშვილის, ზაალ უდუმაშვილის, დავით უსუფაშვილის, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, თამარ ჩარკვიანის, ცეზარ ჩოჩელის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, ანა წითლიძის, დევი ჭანკოტაძის, ლევან ხაბეიშვილის, დილარ ხაბულიანის, მამუკა ხაზარაძის, დავით ხაჯიშვილის, ეკატერინე ხერხეულიძის, იაგო ხვიჩიას, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2021 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენათა რაოდენობის გამო, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღევანდელი რიგგარეშე სხდომის პირველი განსახილველი საკითხია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა