მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს - უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ - ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?!

უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს.

ყაველაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნისთვის უბედურება მოაქვს.

„ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, ისეთივე პარლამენტარი ხარ, როგორც ჩვენ. რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?! თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ ამ ქვეყნის უბედურების მომტანი“, - უთხრა ყაველაშვილმა დეკანოიძეს.

ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა დახურულად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო