ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას - რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?

რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ , - ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს სხდომაზე მიმართა.

მისი თქმით, ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებენ, რაც ავტოკრატიული რეჟიმების გარდა არსად არ ხდება.

„ბატონო კახა, თქვენ დილიდან გირეკავენ ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი გირეკავთ და თქვენ არ იღებთ ტელეფონს. მათ შორის უმრავლესობის წევრები ემალებიან ჟურნალისტებს. ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში. ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ.

რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ ამ შენობაში არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები. არ აქვს უფლება, შემოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაკარგა კოლეგა, ვისაც მოუკლეს კოლეგა, რატომ აკეთებთ ამას. არც წინა სხდომაზე არ შემოუშვით ჟურნალისტები. მიეცით ჟურნალისტებს პირობა, რომ ყველას შემოუშვებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატის კითხვაზე კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა ჟურნალისტზე, ვისზეც მოთხოვნა შემოვიდა, საშვი დაშვებულია, ხოლო სტუმრებზე საშვის დაშვება არ იქნება.

“კომუნიკაცია პარლამენტის მხრიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან, იყო ყველა მედიასაშუალებასთან. მათ მიეცათ საშუალება, რომ წარმოედგინათ სია ვისზე სურდათ საშვის დაშვება. ეს არის ფაქტი და ვერ გაექცევით, ნებისმიერი ჟურნალისტი თუ ჯგუფის წევრი, ვისზეც მოვიდა მოთხოვნა ყველაზეა საშვი დაშვებული. საშვის დაშვება არ იქნება სტუმრებზე რომ არ განმეორდეს იგივე, რაც თქვენ მათ შორის, დეპუტატები შეეცადეთ 12 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, რომ სხდომა ჩაშლილიყო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს