იაგო ხვიჩია - ჩვენი პარტია შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, რადგან ვართ თანმიმდევრულები

ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ- მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, “გირჩის” ეს პოზიცია იქიდან გამომდინარეობს, რომ დღეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და რეალურად გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, არ არის ცნობილი.

“ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ- მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას და მეორე - დღეს აპრიორი ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის ან ვინმეს გადადგომას, მაშინ როცა წინ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, ასევე არა დამნაშავის დასჯა და მისგან პასუხისმგებლობის აღება, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა და ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ის, რომ გადადგომაა მოთხოვნილი. თუ დამნაშავეა ხალხი და მათ ვუყურებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ გადადგომა რატომ არის საკმარისი, მაშინ ხომ სხვა რამ უნდა მოვითხოვოთ? აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ გვინდა გავარკვიოთ ჯერ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსხვერპლის ძიებას, მანამ არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ რაღაცაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატის განცხადებით, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა კონკრეტულად არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ მთელ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ასევე ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია თანმიმდევრულობა, რადგან „ახლა რომ გადადგეს ღარიბაშვილი და მოვიდეს კობახიძე, გადადგეს შსს მინისტრი და მოვიდეს რომელიმე „ქართული ოცნების“ ლიდერი, ხომ არაფერი შეიცვლება, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა