მეუფე გრიგოლი - ძალიან მძიმე გზას გადის როგორც ქვეყანა,  ასევე ეკლესია - მოფრთხილება სჭირდება

ძალიან მძიმე გზას გადის როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მეუფე იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ერი სინანულის გზით დაძლევს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა.

,,მე მინდა ვიფიქრო, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის უკონტროლობა, რომლითაც ადამიანებმა თავისი თავი და ემოციები ვერ გააკონტროლეს. ასე მგონია, რომ ალბათ ბევრი მათგანი ამას ნანობს. ქრისტიან კაცსაც ეშლება, მაგრამ ამას მერე სინანული მოსდევს, ეს არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც სინანულის გზით დავძლევთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გზას გადის როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია. შეუდარებლად დაპირისპირებულია საზოგადოება შიგნით პოლარიზებულია და სამწუხაროდ, ეს პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც. ეს საშიში იმდენად არის და ეკლესია იმდენად არის მოსაფრთხილებელი, რომ როგორც არაერთხელ მითქვამს, ეკლესია არის ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები თუნდაც დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადოება მოვახდინეთ ეკლესიაზე და ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშალა, ჩათვალეთ რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა და ამას მოფრთხილება სჭირდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველი, მეუფეების ნაწილის ძალადობის წამხალისებელი მოწოდებების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ,,ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ“.

,,ჩემი თხოვნაა ამაზე კომენტარებს ნუ გამაკეთებინებთ, თითოეული სიტყვა ჩემი იქნება, თქვენი, სხვისი იქნება, თითოეული სიტყვა თავისთავად კომენტარია იმ ადამიანის შესახებ ვინც ამას ამბობს, ეშლება, განგებ ამბობს თუ შეცდომას უშვებს. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პირდაპირ გაფრთხილებთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა