სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას გომელაურის მოსმენას დასწრებოდნენ, მათზე არ დაუშვით საშვები

რატომღაც ჩათვალეთ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სხდომას და ეს ჩემთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ლელომ“ სესიის სხდომაზე 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტები მოიწვია, რათა მათ გომელაურისთვის მოესმინათ.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს ჩვენმა ფრაქციამ სხდომაზე მოიწვია სტუმრის სტატუსით ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, რომ სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას დასწრებოდნენ ბატონი გომელაურის მოსმენას. ამ ადამიანებზე არ დაუშვით თქვენ საშვები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა