პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო.

დღევანდელი რიგგარეშე სხდომა სწორედ აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრებით დაიწყო. პარლამენტმა თითოეული ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არ დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში რამდენიმე თვე არ მონაწილეობდნენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეტალურად დათვალა მათ მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობა, მათ შორის, საპატიო და არასაპატიო გაცდენები და თითოეულ დეპუტატთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით იხელმძღვანელებს და არასაპატიო გაცდენების გამო, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

დეპუტატების: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, დავით ბაქრაძის, ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველის, გიორგი გოდაბრელიძის, რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, აბდულა ისმაილოვის, მანუჩარ კვირკელიას, ვახტანგ კიკაბიძის, დავით კირკიტაძის, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნიკა მაჭუტაძის, ვახტანგ მეგრელიშვილის, აკაკი მინაშვილის, შალვა ნათელაშვილის, ტარიელ ნაკაიძის, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილის, რამაზ ნიკოლაიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, გუბაზ სანიკიძის, სულხან სიბაშვილის, ზაალ უდუმაშვილის, დავით უსუფაშვილის, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, თამარ ჩარკვიანის, ცეზარ ჩოჩელის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, ანა წითლიძის, დევი ჭანკოტაძის, ლევან ხაბეიშვილის, დილარ ხაბულიანის, მამუკა ხაზარაძის, დავით ხაჯიშვილის, ეკატერინე ხერხეულიძის, იაგო ხვიჩიას, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2021 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენათა რაოდენობის გამო, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღევანდელი რიგგარეშე სხდომის პირველი განსახილველი საკითხია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს