პარლამენტში ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყება ვერ ხერხდება - ოპოზიციონერი დეპუტატები შს მინისტრის ტრიბუნასთან პლაკატებით მივიდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა.

კერძოდ, როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, მის ტრიბუნასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

გარდა ამისა, ოპოზიციის პერფორმანსის პარალელურად, პლენარული სხდომის აივნიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით: „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეწყვეტილია. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს