პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქტივისტებმა ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით?“ გააკრეს

პარლამენტის შენობასთან, ჩიტაძის შესასვლელთან ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით“ გააკრეს. წარწერა ადგილზე აქტივისტებმა გააკრეს.

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა.

კერძოდ, როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, მის ტრიბუნასთან, მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

გარდა ამისა, ოპოზიციის პერფორმანსის პარალელურად, პლენარული სხდომის აივნიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით: „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეწყვეტილია. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია