ხატია დეკანოიძე - არ ეგონოთ, რომ ვინმე აპირებს, კომფორტულ დარბაზში, გრილად ჩაიაროს ამ ყველაფერმა - იძალადეს ფიზიკურად და საოცრებაა, თინა ბოკუჩავასგან და ანი წითლიძისგან იცავდა კობახიძის დაცვა გომელაურს

იძალადეს ფიზიკურად და საოცრება არის, რომ თინა ბოკუჩავასგან და ანი წითლიძისგან იცავდა კობახიძის დაცვა გომელაურს, როცა ჩვენ პროტესტს გამოვხატავდით,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გომელაური უნდა გადადგეს, რადგან მან ვერ შეასრულა საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული უპირველესი მოვალეობა - დაეცვა უსაფრთხოება ჟურნალისტების და თითოეული მოქალაქის.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ასევე თანამდებობას აღარ უნდა იკავებდეს არც ირაკლი ღარიბაშვილი.

"მე და ჩვენი მეგობრების პროტესტი იყო ის, რომ ყველას და განსაკუთრებით გომელაურს დაენახა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და არის მოძალადე. ლექსო ლაშქარავას იმიტომ არ აქვს სიცოცხლის უფლება, რომ არ დაიცვა შსს-მ, მე დავუსვი კითხვა მას და კიდევ ვაპირებ ამ კითხვის დასმას, რატომ არის მახარაძე, ფალავანდიშვილი, მორგოშია გარეთ და რატომ არის თვითონ თანამდებობაზე, რატომ არ არის ღარიბაშვილი გადამდგარი. არ ეგონოთ, რომ აქ ვინმე აპირებს, რომ კომფორტულ დარბაზში, გრილად ჩაიაროს ამ ყველაფერმა. იძალადეს ფიზიკურად და საოცრება არის, რომ თინასგან და ანისგან იცავდა კობახიძის დაცვა გომელაურს, ჩვენ პროტესტს გამოვხატავდით, რამდენიმე წამი მოვასწარი ბანერის გაშლა, სადაც აღბეჭდილია მოძალადე ღარიბაშვილი",- განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო