სალომე ზურაბიშვილმა  შვეიცარიის პრეზიდენტს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

„თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს განუახლა მოწვევა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში 2020 წელს ვერ განხორციელდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა