ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ პლენარული სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს - სესიაზე შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე 20 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელი სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს.

ამ წუთებში პარლამენტის სპიკერატში კახა კუჭავასთან მოლაპარაკებებს მართავენ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. სპიკერატში იმყოფებიან პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

სასესიო დარბაზში რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მთავრობის წევრებისთვის განკუთვნილ სავარძელში იმყოფება და ელოდება, როგორ გაგრძელდება პროცესები პარლამენტში.

სასესიო დარბაზში არის უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა