კახა კუჭავას განცხადებით, სხდომის განახლებას და შს მინისტრის მოსმენას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუკი სესიაზე „შეწყდება პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან“

მმართველი გუნდი სხდომის განახლებას და შს მინისტრის მოსმენას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი შეწყდება პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, თუკი არსებობს სურვილი იმისა, რომ შს მინისტრმა შეკითხვებს პასუხი გასცეს, რის შემდეგაც პოლიტიკური გამოსვლებიც გაიმართება, ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან.

კუჭავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ დღეს სხდომა შეწყდეს. აღნიშნული განცხადების შემდეგ სხდომაზე ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების აივნიდან კვლავ გადმოფენილია ბანერი წარწერით: „დასაჯეთ მოძალადეები“, „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, ხოლო პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ პლაკატები ლექსო ლაშქარავას ფოტოთი და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს