მამუკა მდინარაძე - როდესაც კონკრეტული ადამიანების მხრიდან ხდება არა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, არამედ პოლიტიკური აქტივობა, გამორიცხულია, ამ რეჟიმში საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს

გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის და მისი ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება ხდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პლაკატებით მისვლა და მინისტრის გამოსვლის შეწყვეტის ფაქტი შეაფასა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ასეთი შემთხვევებისას საქართველოს პარლამენტმა საქმიანობა გააგრძელოს.

„მართლაც ხდება გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის სახელით და მისი ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება. მესმის თითოეული ჟურნალისტის, ჩვენი დამოკიდებულება თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება არა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება კონკრეტული ადამიანების მხრიდან, არამედ პოლიტიკური აქტივობა, რომელშიც თუ ზღვარი არ ვნახეთ წარმოუდგენელი პრეცედენტი შეიძლება დაიდოს. გამორიცხულია, რომ ამ რეჟიმში იმუშაოს კონკრეტულმა ინსტიტუტმა, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისად გასაგებია. პატივცემულო ჟურნალისტებო, მოგმართავთ თქვენ შევწყვიტოთ ეს მოქმედება, რომელშიც ჩაგითრიეს. აქამდე ჩვენ ვიცოდით პოლიტიკური დღის წესრიგი, თუნდაც დაბრალებით თუნდაც ტყუილებით ეს გასაგებია. შეუძლიათ მოიტყუონ კიდეც ვიღაცის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, მაგრამ როდესაც ვერ იმიჯნება პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური მოთხოვნები თან ამას ამორალური ფონი თან სდევს ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო