თინა ბოკუჩავას მიერ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლის მცდელობას, მასსა და შალვა პაპუაშვილს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა

პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც.

კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა.

აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა ვერ იწყება. გომელაურს მოხსენებით გამოსვლის პირველივე წინადადებისას ოპოზიციამ სიტყვა შეაწყვეტინა. ოპოზიციონერი დეპუტატები იმ ტრიბუნასთან, სადაც გომელაური იდგა, ლექსო ლაშქარავას ფოტოებიანი პლაკატებით მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს