ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ  ვნახეთ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი - აუცილებლად მივაღწევთ, რომ შს მინისტრი პარლამენტში მოვიდეს

ჩვენ ვნახეთ შეუსაბამო ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელი და სამართლიანი პროტესტისადმი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მედია ჭირისუფალია და მათი მხრიდან პროტესტი არის ბუნებრივი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთლიანად მედია არის დღეს ჭირისუფალი იმიტომ, რომ მათ დაკარგეს კოლეგა და მათი მხრიდან ის პროტესტი, რაც ჩვენ ვნახეთ, არის აბსოლუტურად ბუნებრივი.

პოლიტიკოსებს, ჩვენ გვევალება თანაგრძნობა, ამ პროტესტის გაზიარება და პროტესტის საპასუხოდ დარბაზის დატოვება. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ შეუსაბამო ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელი და სამართლიანი პროტესტისადმი ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი კოლეგა, რომელთა კოლეგებიც სცემეს უმოწყალოდ. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ თქვენს გვერდით და არ უნდა გამოხატავდნენ პროტესტს დარბაზის დატოვებით.

დღეს ვნახეთ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ მინისტრი მოვიდეს და მან გასცეს პასუხები იმ მწვავე კითხვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო