ლანა გალდავა - არათუ დანაშაულებრივად დააკავეს, არამედ ფიზიკურად იძალადეს გრიგოლ გეგელიაზე

მივმართავ ვახტანგ გომელაურს, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ჩვენი პარტიის ლიდერები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ლიდერები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი პოლიციამ დანაშაულებრივად დააკავა.

„ლელოს“ ლიდერები დააკავეს საქართველოს პარლამენტთან. ორივე მათგანი შემოდიოდა პარლამენტში სამუშაოდ ისე, როგორც დადიან ყოველდღიურად და მიმაგრებულები არიან კონკრეტულ კომიტეტებს. არათუ დანაშაულებრივად დააკავეს, არამედ ფიზიკურად იძალადეს გრიგოლ გეგელიაზე.

მივმართავ ვახტანგ გომელაურს, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ჩვენი პარტიის ლიდერები. კრიმინალი ხართ თქვენ, რომელმაც ძალადობრივი ჯგუფების ერთკვირიანი მობილიზებისა მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ფიზიკურად, ასევე სოციალური ქსელებით, არ მოახდინეთ ტრაგედიის პრევენცია. დიახ, თქვენ დანაშაულებრივ უმოქმედობას უშუალოდ დარბევების დღეს, როცა ასევე დანაშაულებრივად არ გამოიყვანეთ სპეციალური დანიშნულების რაზმი, მოყვა მკვლელობა და 53 ჟურნალისტის მძიმედ დაშავება, თქვენ დანაშაულებრივ წახალისებას მოყვა პოლონელი ტურისტის დაჭრა, მკვლელობა რუსთავში, თავდასხმები თბილისის სხვადასხვა რაიონში. თქვენ, დანაშაულებრივად, კანონის ნორმების დარღვევით მოიპარეთ ლექსო ლაშქარავას ცხედარი და ორი საათის განმავლობაში გააქრეთ მანიპულაციების ჩასატარებლად. თქვენ შეურაცხყვეთ ლექსო, როდესაც ასევე დანაშაულებრივად გაავრცელეთ მისი პერსონალური მონაცემები სახელის დისკრედიტაციისთვის, მათ შორის ისეთი ცნობები, რაც მხოლოდ გამოძიებას უნდა სცოდნოდა. თქვენ წააქეზეთ მოძალადე ჯგუფები, ჩამოახევინეთ ევროკავშირის დროშა ორჯერ, ორი დღის განმავლობაში, დაანაწევრებინეთ და დააწვევინეთ.

ასე რომ, თქვენ გადადგებით და პასუხს აგებთ არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრობის, არამედ სუს-ის ხელმძღვანელობის პერიოდის კრიმინალურ საქმეებზე.

ვერ ეღირსებით რუსეთს საქართველოში, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გალდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა