დავით ბაქრაძე - როდესაც უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შს მინისტრი ნორმალურად შემოიყვანოს და მოსმენა უზრუნველყოს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს და ქვეყანას უმართაობა, არეულობა ემუქრება

როდესაც უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შს მინისტრი ნორმალურად შემოიყვანოს და მისი მოსმენა უზრუნველყოს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს და ქვეყანას უმართაობა და არეულობა ემუქრება, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა, დამნაშავეთა დასჯა, ამით ვითარების დამშვიდება და შედარებით ნორმალიზებული ვითარებით შემოდგომის არჩევნებამდე მისვლა.

ბაქრაძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რაც დღეს პარლამენტში მოხდა, განმეორდება ყველა ბრიფინგზე, ყველა სამინისტროში, ყველა მოსმენაზე.

"დიდი ხანია პარლამენტის წევრი ვარ. პარლამენტის სხდომათა დარბაზს ახსოვს უფრო მძიმე დაპირისპირებები, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებები. გვინახავს უფრო მძაფრი პროტესტები, მაგრამ სხდომები გრძელდებოდა. ის რაც დღეს მოხდა, შემდეგს ნიშნავს - იმდენად არის ხელისუფლება დემორალიზებული და მორალურად ჩამოშლილი, რომ არ შეუძლიათ ჟურნალისტების აბსოლუტურად მშვიდობიანი, ბანერით გამოხატული პროტესტის ატანაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვართ. ერთი პრობლემა, რაც დაუსჯელი ძალადობის პრობლემა იყო, გადაზრდილია მეორე, ბევრად უფრო მწვავე პრობლემაში - ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანა მძიმე დაპირისპირების და უმართაობის საფრთხის წინაშეა და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანა საკუთარ სკამს არ გადააყოლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა