„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ჩამოსვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატის აღნიშნულ ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ის მაგიდიდან ჩამოსვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა გამოსულიყო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიამ 5 ივლისის მოვლენების გამო პერფორმანსი მოაწყვეს და პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო