ირაკლი კობახიძე - როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ადვილია, პარლამენტში 50  შეკრიბო

როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ადვილია, პარლამენტში 50 კაცი შეკრიბო. პარლამენტის შენობა მიტინგების სივრცე არ არის , - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამორალური ქმედება, როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც არ შეიძლება სპეკულირება. სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მედიის წარმომადგენლები.

ვახტანგ გომელაური აქ მოსული იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად. გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი კითხვები რეალურად არ აქვს, მათ თვითონ იციან პასუხები ამ კითხვებზე და ეშინიათ ამ პასუხების. ასეთ ვითარებაში თვითმიზანი ვერ იქნებოდა სხდომის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც არ შეიძლება სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება. სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მედიის წარმომადგენლები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.

გუშინ ვნახეთ, რომ სწორედ ამ ამორალურობის გამო რუსთაველის გამზირზე 1000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. საზოგადოება ხედავს, რომ ესენი არიან ამორალური ადამიანები, ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და ამაზე საკადრისი პასუხი მათ გაეცათ, მათ შორის გუშინ, რუსთაველის გამზირზე. აქ იყო მცდელობა, რომ შიგნით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო რაღაცა პროტესტის ფორმა, თუმცა, აქაც მარტივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარლამენტის შენობა არ არის მიტინგების სივრცე. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როგორც კი დავინახავთ, რომ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს პასუხები კითხვებზე, ნებისმიერ დროს ვახტანგ გომელაური მზად არის მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ მისი პარლამენტში მოსვლა ვერ იქნება თვითმიზანი. როგორც კი დავინახავთ, რომ რეალურად კითხვებზე პასუხი აინტერესებთ, მაშინვე შეიძლება გაიმართოს მოსმენა, მაგრამ დღეს რაც ვიხილეთ, აქ არავითარი ნიშანი არ ჩანდა იმის, რომ მათ კითხვებზე პასუხები აინტერესებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა